воскресенье, 13 марта 2016 г.

                     ტრენინგის მეცხრე დღე

 
 დღეს დავასრულეთ  პროექტზე მუშაობა, ვნახეთ კოლეგების მიერ მომზადებული პორთვოლიოები, მოვახდინეთ მათი ბლოგზე ატვირთვა. გავეცანით როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, თუ როგორ მოვარგოთ მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს მიღებული ცოდნა. გავეცანით თუ როგორ ხდება პორთფოლიოს წარმოდგენის გეგმა,ასევე ვისწავლე თუ როგორ ჩავრთო მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის პროცესში.ვისწავლე  როგორ ჩამოუყალიბო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი თაობისათვის.
                              ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელ დღეს გავეცანით მეთოდებს თუ როგორ ვიმუშაოთ სსმ. საჭიროების მქონე ბავშვებთან. გავეცანი თუ როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა საჭიროებები რათა უკეთ ჩავრთო პროექტის მსვლელობაში. ვისაუბრეთ  ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე. განვიხილეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება.
                           ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვნახეთ კოლეგების ნამუშევრები, გავაკეთეთ უკუკავშირი. 
    გავეცანით მე-5 მოდულს:განიხილავთ მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების გეგმებს.განიხილავთ მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების გეგმებს გავაკეთეთ ჩანაწერები.განვიხილეთ მასწავლებლის მიერ შექმნილი შეფასების გეგმები.

       ასევე გავიგე:
  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
                           ტრენინგის მეექვსე დღე
      დღეს გავეცანით კოლეგების პრეზენტაციებს და გავაკეთეთ უკუკავშირები. გავეცანით სხვადასხვა რესურსებს, ვისწავლეთ თუ როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები უსაფრთხოდ და ეფექტურად.ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თავი  წარმოვიდგინოთ მოსწავლის როლში, რათა უკეთ გავიგოთ რამდენად შეეფერება მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.




                           ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავიგე როგორ უნდა შევქმნა პორთფოლიოს პრეზენტაცია., რომელიც დამეხმარა ჩემი პროექტის პრეზენტაციაში. გავეცანი ინტელის საავტორო უფლებებს და გავიგე რისი გამოყენება შემიძლია და რისი არა.გავაკეთეთ კოლეგების ბლოგზე კომენტარები.


                           ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ ასევე შეფასების ფორმები და სტრატეგიები, გავიგე რომ სტრატეგიები იყოფა 5 ძირითად კატეგორიად.  გავიგე რომ თითოეული კატეგორიის გამოყენება აუცილებელიაგანვიხილეთ გაკვეთილის გეგმები, შეფასების ჩარჩო.
                                      ტრენინგის მესამე დღე
      გავიარეთ მოდული ორის,შემდეგი უმნიშვნელოვანესი თემები:  სტანდარტის გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. განვიხილეთ სასწავლო მიზნების ამოცანები, ვისწავლეთ როგორ დავსვათ: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელიც დამეხმარება სტანდარტისა და მიზნების მიღწევაში.ასევე გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განსხვავებულ ვერსიას. გავეცანით კოლეგების პროექტების მონახაზებს და გავაკეთეთ უკუკავშირი.

                                 ტრენინგის პირველი და მეორე დღე


     მომეწონა ელექტრონული წიგნში მუშაობა. ასეთი წიგნით არასდროს მისარგებილია და ვთვლი რომ ძალიან მოსახერხებელია. ვნახეთ გამოწვევისათვის ვიდეო -  პროექტი,, ხიდი''.  რომელიც ძლიან მომეწონა .ასევე ბევრი რამ გავიგე ტრიდე პრინტერების შესახებ. განვიხილეთ ელ. წიგნში მოდულები და ნავიგაცია. ვისწავლეთ მონიშვნები ტექსტში და ვთვლი რომ ეს მეთოდი დ დროის მეტად დაზოგვაში დაგვეხმარება.    ვისწავლეთ ასევე ბროშურებისა და ბლოგის შექმნა. გავაკეტეთ პირველი მონახაზი ბუკლეტებში.